ავტორიზაცია

ლევანდოვსკის სურს წასვლა, თუმცა ბაიერნი პოლონელს გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს - Sky Sports

ლევანდოვსკის სურს წასვლა, თუმცა ბაიერნი პოლონელს გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს - Sky Sports
თარიღი 19 აგვ 2021, 13:05

Sky Sports-ს თუ დავუჯერებთ, მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი მზად არის კლუბის გამოსაცვლელად მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.

პოლონელი ფორვარდი ითხოვს ახალ გამოწვევას და მას სურს ახალ გუნდში გადასვლა იმ დრომდე, სანამ ის 35 წლის გახდება. პრობლემას წარმოადგენს "რეკორდმაისტერის" პოზიცია.

საქმე ისაა, რომ "ბავარია" თავისი შემტევის სანაცვლოდ ითხოვს მინიმუმ 100 მილიონ ევროს, რაც ფეხბურთელის სხვა კლუბში გაყიდვას პრაქტიკულად არარეალურს ხდის.

"ბაიერნის" ცხრიანს მოუწევს კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩენა და უკვე შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით სხვა გუნდში გადასვლა. 32-წლის გოლეადორის ხელშეკრულება 2023 წლამდეა გათვლილი.