ავტორიზაცია

ნავთი ცეცხლზე - კილიან მბაპეს ოჯახმა მადრიდში ბინა შეიძინა

ნავთი ცეცხლზე - კილიან მბაპეს ოჯახმა მადრიდში ბინა შეიძინა
თარიღი 19 აგვ 2021, 18:03

კილიან მბაპეს ნათესავებმა ესპანეთის დედაქალაქში სახლი შეიძინეს.

ამის შესახებ ესპანელი ჟურნალისტი პიპი ეტრადა იტყობინება. ის ჯერ კიდევ 13 აგვისტოს წერდა, რომ ფეხბურთელის დედა მადრიდში ბინას აქტიურად ეძებდა და როგორც ჩანს, ძებნა წარმატებით დასრულდა.

კილიანის ოჯახის მიერ შეძენილი სახლი ელიტარულ რაიონ ლა მორალეხაში იმყოფება, რომელიც მადრიდის ჩრდილოეთ ნაწილშია. 

ეს კიდევ უფრო ამყარებს იმ ინფორმაციას, რომ კილიან მბაპეს „პსჟ-ს“ დატოვება და კარიერის გაგრძელება მადრიდის „რეალში“ სურს. თუმცა, ყველაფერი მის ხელში არ არის.

ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ „პსჟ-ს“ პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის გუნდიდან წასვლის სურვილი გამოუთქვა და ახლა გუნდის მფლობელმა, ყატარის ემირმა უნდა გადაწყვიტოს, გაუშვას მბაპე ახლავე თუ მომავალ ზაფხულამდე დაიტოვოს.