გუნდებმა ერთმანეთი გაითვალისწინეს - ბელგიაში ჩაკვეტაძის თამაში გადაიდო

22 აგვისტოს ბელგიური იუპილერ ლიგის მე-5 ტურის ცენტრალური მატჩი ანდერლეხტსა და გენტს შორის გადაიდო.
ამის მიზეზი ხუთშაბათს, 26 აგვისტოს კონფერენს ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრებია, რომელიც გენტს პოლონურ რაკუვთან, ხოლო ანდერლეხტს ნიდერლანდების ვიტესთან უწევს. გუნდებმა ერთმანეთი გაითვალისწინეს.
გენტმა პლეი-ოფის პირველი შეხვედრა რაკუვის წინააღმდეგ სტუმრად 0-1 წააგო, ჩაკვეტაძემ აღნიშნულ მატჩში 25 წუთი ითამაშა.
საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს 2 კვირის წინ დაუბრუნდა და სათამაშო დრო ნელ-ნელა ეზრდება.