ავტორიზაცია

უზარმაზარი პასუხისმგებლობაა - გიორგი ქვილითაია აპოელის ვიცე-კაპიტნად აირჩიეს

უზარმაზარი პასუხისმგებლობაა - გიორგი ქვილითაია აპოელის ვიცე-კაპიტნად აირჩიეს
თარიღი 21 აგვ 2021, 15:45

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ნიქოზიის აპოელის ვიცე-კაპიტნად აირჩიეს.

ამის შესახებ კვიპროსული გუნდის ოფიციალური გვერდი წერს და 27 წლის თავდამსხმელის კომენტარს აქვეყნებს.

"პირველი შემთხვევაა, როცა გუნდის კაპიტნად ვინიშნები. ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით, ისეთ ტრადიციულ და ისტორიულ გუნდში, როგორიც აპოელია. მზად ვარ, ავიღო ეს მისია და წვლილი შევიტანო აპოელის წარმატებაში," - განაცხადა ქვილითაიამ.

გიორგი ქვილითაია აპოელს ბელგიური გენტიდან 600,000 ევროს სანაცვლოდ 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა როგორც ჩანს, მთავარი მწვრთნელის გულის მოგება მალევე მოახერხა.