ავტორიზაცია

ლა ლიგაში და პრემიერ ლიგაში დამყარებული რეკორდი, მოურინიომ სერია ა-შიც გაიმეორა

ლა ლიგაში და პრემიერ ლიგაში დამყარებული რეკორდი, მოურინიომ სერია ა-შიც გაიმეორა
თარიღი 23 აგვ 2021, 10:37

სერია ა-ს პირველ ტურში "რომამ" დამაჯარებლად დაამარცხა ფლორენციის "ფიორენტინა", ანაგრიშით 3:1. "მგლების" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო კალჩოში ახალი რეკორდით დაბრუნდა.

საქმე ისაა, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა იტალიის ჩემპიონატში 50 გამარჯვება ყველაზე სწრაფად მოიპოვა. "ჯალორისის" ტაქტიკოსს ამისთვის 77 მატჩი დასჭირდა.

საუბარია სერია ა-ს სამქულიან ეპოქაზე, ანუ როდესაც ერთი მოგებისთვის გუნდს მიენიჭა 3 ქულა და არა 2, როგორც ეს 1994/1995 წლების სეზონამდე იყო. აქვე დავამატებთ, წინა 49 გამარჯვება პირენეელმა მილანის "ინტერში" მოიპოვა.

ცნობისთვის, "განსაკუთრებულმა" 50 მოგება რეკორდულ დროში მოიპოვა ლა ლიგაში და პრემიერ ლიგაშიც. მადრიდის "რეალში" მუშაობის დროს, 58-წლის დამრიგებელს დასჭირდა 62 მატჩი, ლონდონის "ჩელსიში" კი 62.