ავტორიზაცია

მომენტი, როცა 15 მატჩი იცვლება 15 წუთით - ლუკაკუს საინტერესო შედეგი ჩელსიში

მომენტი, როცა 15 მატჩი იცვლება 15 წუთით - ლუკაკუს საინტერესო შედეგი ჩელსიში
თარიღი 23 Aug 2021, 11:46

რომელუ ლუკაკუს "ჩელსიში" ქამბექი შედგა ლონდონურ დერბიში, "არსენალის" წინააღმდეგ. ბელგიელ თავდამსხმელს დასჭირდა სულ რაღაც 15 წუთი "არისტოკრატების" მაისურით გოლის გასატანად.

როგორც ვიცით, ბელგიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი "ლურჯებში" ირიცხებოდა 2011-2014 წლებშიც, თუმცა გოლის გატანას ის ვერ ახერხებდა. 15 ჩატარებული მატჩის შემდეგ, "ბიგ რომი" "სტემფორდიდან" გასხვისებული იქნა.

28-წლის შემტევმა მოიარა "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი", "ევერტონი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ინტერი", შვიდწლიანი პაუზის შემდეგ კი ის "ჩელსიში" იქნა დაბრუნებული.

როგორც ვხედავთ, 15 შეხვედრიანი მშრალი სერია ჩანაცვლდა 15 წუთით და წარმოშობით კონგოელმა ბომბარდირმა გოლების ანგარიში ლონდონშიც გახსნა. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება "ლურჯების" 9-იანის კარიერა ეპლ-ში.