რეალი დაცვის გაძლიერებაზე დაფიქრდა და სიტის მცველით დაინტერესდა
"მანჩესტერ სიტის" ცენტრალური მცველი, ემერიკ ლაპორტი შესაძლოა ლა ლიგაში დაბრუნდეს. Mundo Deportivo-ს თანახმად, ესპანელი უკანახაზელით მადრიდის "რეალი" ინტერესდება.
"ქალაქელები" არ არიან თავიანთი ცენტრბექის გაყიდვის წინააღმდეგები, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული მხარე მინიმუმ 45 მილიონ ევროს გადაიხდის.
"სამეფო კლუბამდე", ბასკი მცველის სახელს უკავშირებდნენ ტურინის "იუვენტუსსაც", თუმცა იტალიელების მხრიდან "ლურჯებს" კონკრეტული წინადადება არ მიუღიათ.
შეგახსენებთ, რომ რუბენ დიაშის ხოსეპ გვარდიოლას გუნდში გადმოსვლის შემდეგ, 27-წლის უკანახაზელის სათამაშო დრომ საგრძნობლად იკლო, რის შედეგადაც მისი წასვლა რეალური გახდა.