ავტორიზაცია

ლივერპული ფიფას წინააღმდეგ - მერსისაიდელები თავიანთ 3 ფეხბურთელს სანაკრებო მატჩებზე არ უშვებენ

ლივერპული ფიფას წინააღმდეგ - მერსისაიდელები თავიანთ 3 ფეხბურთელს სანაკრებო მატჩებზე არ უშვებენ
თარიღი 24 Aug 2021, 13:22

The Times-ის თანახმად, "ლივერპული" უარს ამბობს თავისი სამი ფეხბურთელის სანაკრებო შეხვედრებისთვის გაშვებაზე. საუბარია რობერტი ფირმინოს, ალისონ ბეკერისა და ფაბინიო ტავარესის შესახებ.

საქმე ისაა, რომ ბრაზილია არის ე.წ. "წითელ ზონაში", რაც ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო შესვენების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ტრიოს 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.

"სქაუზერები" ამ შუალედში გამართავენ სამ მატჩს, ორს პრემიერ ლიგაში და ერთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. აქედან გამომდინარე, "ენფილდელებს" არ სურთ თავიანთი მოთამაშეების დაკარგვა.

"ლივერპულმა" ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას თავისი გადაწყვეტილება უკვე ამცნო, საპირისპირო მხრიდან კომენტარი ჯერ არ ყოფილა. ფიფა კრძალავს კლუბების მხრიდან მსგავს აკრძალვას, მაგრამ არც კომპრომისზე წასვლა იქნება შეუძლებელი.