ავტორიზაცია

ლივერპული სანჩესს ვერ ივიწყებს - რომანოს კომენტარი შესაძლო ტრანსფერზე

ლივერპული სანჩესს ვერ ივიწყებს - რომანოს კომენტარი შესაძლო ტრანსფერზე
თარიღი: 24 აგვ 2021, 14:14

"ლილის" ცენტრალური ნახევარმცველის, რენატო სანჩესის სახელს პრესა "ლივერპულს" უკავშირებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ფაბრიციო რომანომ გააკეთა:

"დღეს, სანჩესი დაუკავშირეს ლივერპულს, გუშინ იყო არსენალი, ხვალ კი კიდევ რომელიმე კლუბი იქნება. კონკრეტული წინადადება რეალურად არ არსებობს".

პორტუგალიელი ჰავბეკის მერსისაიდში შესაძლო ტრანსფერი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ჯორჯინიო ვეინალდუმი "პსჟ"-ში გადავიდა.

ამის გარდა, "დოგების" შუახაზელის მომსახურება ჟორჟე მენდეშმა შესთავაზა "ბარსელონას", თუმცა არაფერი გამოვიდა.

კატალონიური კლუბი პირენეელ ნახევარმცველზე გადაერთვება იმ შემთხვევაში, თუ საულ ნიგესის ტრანსფერი ჩაიშლება.