რეალის ბოლო მცდელობა - ისკოს გაშვება კვლავ პრიორიტეტია
AS-ის თანახმად, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ თავისი შეგირდის, ისკო ალარკონის თაობაზე ამჯერად საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
იტალიელმა სპეციალისტმა ესპანელ შემტევ ნახევარმცველს მიუთითა კარისკენ, რადგან ის ფეხბურთელის სათამაშო ფორმით უკმაყოფილოა. პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ "სამეფო კლუბის" ფლეიმეიქერს მსურველები არ ჰყავს.
ტონი კროოსის ტრავმის შემდეგ, პრესა ვარაუდობდა, რომ მის ადგილს აქტიურად დაიკავებდა სწორედ პირენეელი გამთამაშებელი, თუმცა "ბლანკოსის" ტაქტიკოსმა არჩევანი ფედე ვალვერდეზე შეაჩერა.
29-წლის ჰავბეკის სახელს უკავშირებდნენ "მილანს", თუმცა რეალურ წინადადებამდე საქმე არ მისულა. ფრანსისკოს მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაირკვევა.