ავტორიზაცია

ლონდონური დერბი აუარის ხელში ჩასაგდებად

ლონდონური დერბი აუარის ხელში ჩასაგდებად
თარიღი 26 აგვ 2021, 12:43

ლონდონური კლუბები: „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ „ლიონის“ ფრანგი ნახევარმცველის, უსემ აუარის შეძენით ინტერესდებიან.

Le10Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის „ლიონიდან“ წასვლა საკმაოდ აქტიურად განიხილება და ყველაზე რეალური ადგილი სადაც ის შეიძლება გადაბარგდეს - ინგლისის პრემიერ ლიგაა.

გავრცელებული ინფორმაციით, „ლიონი“ მზადაა ფეხბურთელს 25-30 მილიონ ევროდ გაასხვისოს და ახლა ყველაფერი ლონდონელთა ხელშია: მნიშვნელოვანი საკითხია, თუ ვინ მოიგებს მისთვის ბრძოლას - „არსენალი“ თუ „ტოტენჰემი“.