ავტორიზაცია

"რეალს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია", - ანჩელოტი

"რეალს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია", - ანჩელოტი
თარიღი 26 აგვ 2021, 15:42

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი გუნდის შანსები შეაფასა. შეგახსენებთ, 2014 წელს, "სამეფო კლუბმა" იტალიელის ხელში აღნიშნული ჯილდო უკვე მოიგო.

"რეალისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლებელი სულაც არ არის. დიახ, სხვა კლუბები სატრანსფერო ბაზარზე უფრო მეტად აქტიურობენ, თუმცა ჩვენი გუნდი კონკურენტი ყველასთვის იქნება.

ამასთან ერთად, სუსტი შემადგენლობა არც მადრიდშია თავმოყრილი. მე ჩემი გუნდის შესაძლებლობებით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ტრანსფერებს, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

ფანჯარა იხურება 31 აგვისტოს და იქამდე ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს", - განაცხადა "ბლანკოსის" სპეციალისტმა.