ავტორიზაცია

"მესის წასვლითაც კი, ბარსელონა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად რჩება", - ანჩელოტი

"მესის წასვლითაც კი, ბარსელონა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად რჩება", - ანჩელოტი
თარიღი 26 აგვ 2021, 16:12

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ლიონელ მესის "პსჟ"-ში გადასვლის შემდეგ "ბარსელონასთან" კონკურენციაზე ისაუბრა.

"მისი წასვლით გაკვირვებული დავრჩი, რადგან მესი ბავშვობიდან "ბარსლონაში" იყო. თუმცა, ის, რომ ფეხბურთელები საკლუბო ფერებს იცვლიან, არ მაკვირვებს".

"დიდი პატივს ვცემ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მესიმ და "ბარსელონამ" მიიღეს".

"ბარსელონას" კონკურენცია უნდა გავუწიოთ - მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია და ეს არ შეიცვლება იმის გამო, იქნება თუ არა მესი შემადგენლობაში. მათ უნდა ვაჯობოთ".