რატომ ჩაიშალა რამოსის ტრანსფერი პრემიერ ლიგის ერთ-ერთ გუნდში?
"პარი სენ-ჟერმენში" გადასვლამდე, მადრიდის "რეალის" ყოფილ კაპიტანს, სერხიო რამოსს პრემიერ ლიგაში ორი საინტერესო მსურველი ჰყავდა.
ესპანელი ცენტრალური მცველით ინტერესდებოდა "მანჩესტერ სიტი", თუმცა ყველაზე დიდ დაინტერესებას ლონდონის "არსენალი" იჩენდა.
Goal.com-ის თანახმად, "მეთოფეები" "პსჟ"-ს უკანახაზელს სთავაზობდნენ იმაზე დიდ ყოველწლიურ ხელფასს, ვიდრე მას ახლა აქვს.
პარიზული გუნდის ოთხიანის ანაზღაურება შეადგენს ყოველწლიურ 12 მილიონ ევროს, მაშინ, როდესაც "კანონირები" მას 17 მილიონს სთავაზობდნენ.
პირენეელმა ცენტრბექმა "ემირეითსზე" გადასვლა არ ისურვა იმ მოტივით, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ ახერხებს.