ავტორიზაცია

მესი, რონალდუ თუ იბრაჰიმოვიჩი? - დი მარიამ არჩევანი გააკეთა

მესი, რონალდუ თუ იბრაჰიმოვიჩი? - დი მარიამ არჩევანი გააკეთა
თარიღი 26 აგვ 2021, 16:24

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა, ანხელ დი მარიამ, ლიონელ მესის შესახებ მორიგი საინტერესო განცხადება გააკეთა. შეგახსენებთ, არგენტინელი წინახაზელები არიან თანაგუნდელები, როგორც ეროვნულ ნაკრებში, ისე უკვე კლუბშიც.

"მესი არის სხვა სამყაროდან. მას ქვა რომ ესროლო, დაამუშავებს და მომენტს შექმნის. ლეო ყველა სხვა დანარჩენ ფეხბურთელზე დღეს მინიმუმ ერთი ნაბიჯით წინ არის.

მითამაშია რონალდუსთან, იბრაჰიმოვიჩთან, ნეიმართან, მბაპესთან და კიდევ უამრავ ვარსკვლავთან, თუმცა ჩემს თანამემამულეს უბრალოდ ვერავის შევადარებ. ის საუკეთესოა.

მოხარული ვარ ლიონელის გვერდით თამაშით, როგორც ეროვნულ გუნდში, ისე უკვე კლუბშიც", - განაცხადა "პსჟ"-ს ვინგერმა. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ექს-კაპიტანი პარიზში უფასოდ გადმოვიდა.

ლიგა 1-ში უკვე ჩატარდა სამი ტური, თუმცა სამხრეთ ამერიკელი თავდამსხმელი მოედანზე ჯერ არ გამოსულა. პრესაში ვარაუდობენ, რომ 34-წლის ფორვარდის დებიუტი 29 აგვისტოს შედგება.