ავტორიზაცია

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო გოლკიპერი დაასახელა

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო გოლკიპერი დაასახელა
თარიღი 26 აგვ 2021, 20:39

უეფამ ამ წუთებში მიმდინარე კენჭისყრაზე ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშების საუკეთესო გოლკიპერი დაასახელა.

ასე და ამგვარად, აღნიშნული ჯილდო ლონდონის "ჩელსის" კარის დარაჯს, ედუარ მენდის ერგო.

მოგეხსენებათ, 29 წლის სენეგალელმა კიპერმა "არისტოკრატებთან" ერთად გასულ სეზონში ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი მოიგო. ჩატარებული 12 მატჩიდან 9-ში მან საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

გარდა მენდისა, ამ ჯილდოსთვის ტიბო კურტუა ("რეალი") და ედერსონი ("მანჩესტერ სიტი") იბრძოდნენ.