ავტორიზაცია

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო მცველი დაასახელა

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო მცველი დაასახელა
თარიღი 26 აგვ 2021, 20:48

უეფამ ამ წუთებში მიმდინარე კენჭისყრაზე ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშების საუკეთესო მცველიც დაასახელა.

ასე და ამგვარად, აღნიშნული ჯილდო "მანჩესტერ სიტის" მცველს, რუბენ დიაშს ერგო.

24 წლის პორტუგალიელმა უკანახაზელმა გასულ სეზონში "ქალაქელთა" მაისურით ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირზე 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

გარდა დიაშისა, ამ ჯილდოსთვის სესარ ასპილიკუეტა და ანტონიო რუდიგერიც იბრძოდნენ, ორივე მათგანი მოქმედი ჩემპიონის, ლონდონის "ჩელსის" წარმომადგენელია.