ავტორიზაცია

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა
თარიღი 26 აგვ 2021, 21:11

უეფამ ამ წუთებში მიმდინარე კენჭისყრაზე ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშების საუკეთესო თავდამსხმელიც დაასახელა.

ასე და ამგვარად, აღნიშნული ჯილდო "დორტმუნდის" ფორვარდს, ერლინგ ჰოლანდს ერგო.

გასულ სეზონში 21 წლის ნორვეგიელმა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე 8 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

გარდა ჰოლანდისა, ამ ჯილდოსთვის კილიან მბაპე ("პსჟ") და რობერტ ლევანდოვსკიც ("ბაიერნი") იბრძოდნენ.