ავტორიზაცია

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
თარიღი 26 აგვ 2021, 21:01

უეფამ ამ წუთებში მიმდინარე კენჭისყრაზე ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშების საუკეთესო ნახევარმცველიც დაასახელა.

ასე და ამგვარად, აღნიშნული ჯილდო "ჩელსის" ნახევარმცველს, ნ'გოლო კანტეს ერგო.

მოგეხსენებათ, 30 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა "არისტოკრატებთან" ერთად გასულ სეზონში ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი მოიგო. მან 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

ამ ჯილდოსთვის კანტეს თანაგუნდელი, ჟორჟინიო და კევინ დე ბრუინიც ("მანჩესტერ სიტი") იბრძოდნენ.