ავტორიზაცია

ანჩელოტი: "რეალის დაცვაში სრულყოფილ ფეხბურთელს ვხედავ"

ანჩელოტი: "რეალის დაცვაში სრულყოფილ ფეხბურთელს ვხედავ"
თარიღი 27 აგვ 2021, 10:30

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ შეაქო თავისი შეგირდი, ნაჩო ფერნანდესი, რომელსაც სერხიო რამოსისა და რაფაელ ვარანის წასვლის შემდეგ, დატვირთვა გაეზარდა:

"ნაჩო რეალის ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია. რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო? ესპანელი ცენტრალური მცველი კონცენტრაციას პრაქტიკულად არასდროს კარგავს.

ფეხბურთში გვხვდება მცველების ორი ტიპი, პესიმისტები და ოპტიმისტები - ფერნანდესი მიეკუთვნება პირველ კატეგორიას, რადგან ის მუდამ ფიქრობს მოსალოდნელი ხიფათის შესახებ.

ცხადია, მის გამოყენებას მომავალშიც ვაპირებ", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა. შეგახსენებთ, "სამეფო კლუბის" აღზრდილი მთავარ გუნდში გამოჩნდა 2011 წელს და ამ დროის შემდეგ, 235 მატჩში მან 13 გოლი გაიტანა.