ავტორიზაცია

ბორდალასი ვალენსიას მეკარეებზე: "ოთხივე მათგანი ჩვენთვის მნიშვნელოვანია"

ბორდალასი ვალენსიას მეკარეებზე: "ოთხივე მათგანი ჩვენთვის მნიშვნელოვანია"
თარიღი 27 აგვ 2021, 10:46

"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა "დეპორტივო ალავესთან" შეხვედრის წინ, გამართა პრეს-კონფერენცია, რომელზეც თავისი გუნდის მეკარეების საკითხსაც შეეხო:

"ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, ჩვენ კი ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვალენსიამ დადოს რაც შეიძლება კარგი შედეგი. ჩვენს განკარგულებაშია ოთხი მეკარე და თითოეული მათგანის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

ისინი არიან ჩვენი ფეხბურთელები და მათი ყოფნა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გოლკიპერების კონკურენციის საკითხში მეტს ვერაფერს დავამატებ", - განაცხადა ესპანელმა.

შეგახსენებთ, რომ "ღამურები" ბასკებს მიიღებენ 00:15 საათზე. ჯერჯერობით უცნობია, აღმოჩნდება თუ არა "ლოს ჩეს" ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი.