BREAKING: პარი სენ ჟერმენი ერლინგ ჰოლანდის აგენტს დაუკავშირდა
ფრანგულ „პარი სენ ჟერმენს“ კილიან მბაპეს შემცვლელად „დორტმუნდის“ თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის დამატება სურს, რომელიც „რეალშ“ გადასვლასთან არის ახლოს.
The Telegraph-ის ინფორმაციით, ფრანგული გუნდის წარმომადგენლები მინო რაიოლას დაუკავშირდნენ და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ტრანსფერის დაორგანიზების შესაძლებლობა განიხილეს.
„პარი სენ ჟერმენს“ სურს, მბაპეს სანაცვლოდ მიღებული თანხა სწორედ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერს მოახმაროს.
მიუხედავად „პსჟ-ს“ სურვილისა, ამის გაკეთება წარმოუდგენლად რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნება, რამეთუ „დორტმუნდს“ თავისი ლიდერის გაყიდვის სურვილი არ აქვს და ამ ზაფხულს არცერთ გუნდთან მოლაპარაკებების წამოწყებაც კი არ მოისურვა.
სხვა ფეხბურთელად, რომელიც მბაპეს შემცვლელად მოიაზრება - ბრაზილიელი რიჩარლისონია, რომელიც ამჟამად „ევერტონში“ თამაშობს. ამბობენ, რომ მისი ტრანსფერის ხილვა პირადად ნეიმარს სურს.