ავტორიზაცია

რა თანხას უხდის მანჩესტერ იუნაიტედი იუვენტუსს რონალდუს სანაცვლოდ?

რა თანხას უხდის მანჩესტერ იუნაიტედი იუვენტუსს რონალდუს სანაცვლოდ?
თარიღი 27 Aug 2021, 19:47

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "იუვენტუსს" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე ოფიციალური შეთავაზებით მიმართა.

ცოტა ხნის წინ, გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ კლუბები 36 წლის პორტუგალიელის ტრანსფერს ძალიან მალე დახურავენ.

როგორც ბრიტანული და იტალიური გამოცემები იტყობინებიან, "ეშმაკუნებმა" "ბებერ ქალბატონს" რონალდუს სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო შესთავაზეს.

არადა, გუშინ კრიშტიანუს ხელში ჩაგდების მთავარ ფავორიტად "მანჩესტერ სიტი" მოიაზრებოდა, რომელიც დღეს ბრძოლას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 2003 წლიდან 2009 წლამდე იცავდა.