"ვერ ვხვდები, რატომ დაიმატა პსჟ-მ რამოსი, მეც იგივე ასაკში ვიყავი, როცა გამიშვეს", - სილვა
ლონდონის "ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ტიაგო სილვამ, სერხიო რამოსის მადრიდის "რეალიდან" "პარი სენ-ჟერმენში" ტრანსფერის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"არაფერი მაქვს რამოსის საწინააღმდეგო, უბრალოდ მართლა ვერ ვხვდები, თუ რატომ დაიმატა ის პარი სენ-ჟერმენმა. მხარეები თანაც ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.
მის ასაკში ვიყავი, როდესაც ამ კლუბმა გამიშვა და ცხადია, გულდაწყვეტილი დავრჩი. პსჟ-მ არაფერი შემომთავაზა ისე, თითქოს მათთვის საერთოდ არაფერი არ გამიკეთებია.
ჩელსისთან არ მაქვს პრობლემები და აქ ვთამაშობ იმის ნახევარი ხელფასით, რაც პარიზში მქონდა", - განაცხადა ვეტერანმა ბრაზილიელმა უკანახაზელმა As-თან საუბარში.
შეგახსენებთ, "არისტოკრატების" ცენტრბექი "ლურჯ-წითლებში" თამაშობდა 2012-2020 წლებში და ამ დროის განმავლობაში მან ჩაატარა 317 შეხვედრა და გაიტანა 15 გოლი.
36-წლის მცველი "ლურჯებში" გადმოვიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ სრულიად უფასოდ და პირველივე სეზონში მან ახალ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.