[VIDEO] შესვლიდან 2 წუთში - შენგელიამ ბელგიაში კვლავ გაიტანა
ბელგიური იუპილერ ლიგის მე-6 ტურში ანტვერპისა და ლეუვენის მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.
სტუმართა შემადგენლობაში ქართველმა ნახევარმცველმა ლევან შენგელიამ ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო გოლის გატანა. ახლა მან ეს მოედანზე შესვლიდან 2 წუთში მოახერხა.
პირველ, სადებიუტო შეხვედრაში შენგელიას გოლისთვის მხოლოდ 13 წუთი დასჭირდა.
ლევან შენგელია ბელგიურ ლეუვენს მიმდინარე წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.