ავტორიზაცია

ნიკა ნინუამ პაოკი დატოვა - ქართველის ახალი გუნდი ცნობილია

ნიკა ნინუამ პაოკი დატოვა - ქართველის ახალი გუნდი ცნობილია
თარიღი 30 აგვ 2021, 19:20

პაოკის 22 წლის ნახევარმცველი ნიკა ნინუა კარიერას ანორთოსისში გააგრძელებს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, პაოკი და ანორთოსისი ტრანსფერის ყველა დეტალზე შეთანხმებულები არიან, თუმცა ამ მომენტში დეტალები უცნობია.

ნიკა ნინუა პაოკს 2020 წლის ზაფხულში 850,000 ევროს სანაცვლოდ შეუერთდა საქართველოს ჩემპიონ დინამო თბილისიდან, თუმცა მან დედაქალაქურ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა.

გიორგი ლორიას და ნიკა კაჭარავას შემდეგ ნიკა ნინუა თემურ ქეცბაიას გუნდში მე-3 ქართველი იქნება. როგორც იცით, ანორთოსისმა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.