ავტორიზაცია

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - ვაკო გვილიას ახალი გუნდი ცნობილია

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - ვაკო გვილიას ახალი გუნდი ცნობილია
თარიღი 31 აგვ 2021, 12:00

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია კარიერას კვლავ პოლონურ ექსტრაკლასაში გააგრძელებს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, 27 წლის შუახაზელის ახალი გუნდი ჩესტოხოვის "რაკუვი" იქნება, რომელიც გასულ წელს ექსტრაკლასას ვიცე-ჩემპიონი, ვერცხლისმედალოსანი გახდა. გვილიამ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. ამ მომენტში, გარიგების მეტი დეტალი უცნობია.

რაკუვმა კონფერენს ლიგის მიმდინარე გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის რუბინი დაამარცხა, პლეი-ოფში კი გიორგი ჩაკვეტაძის გენტთან დამარცხდა.

ვაკო გვილიას ბოლო კლუბი ვარშავის ლეგია იყო, სადაც 2 სეზონი გაატარა და 70 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 11 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.