ყველაფერი გადაწყვეტილია - ირაკლი აზაროვის მომავალი ცნობილია
ბათუმის დინამოს 19 წლის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბს არ შეიცვლის.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, ტრანსფერის ალბათობა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, 31 აგვისტოს გამორიცხულია. არადა, უკანასკნელ კვირებში აზაროვის სახელი რუსულ კრასნოდარს, ბელგიურ ბრიუგეს, ხორვატიის ზაგრების დინამოს და ფრანგულ ბორდოს დაუკავშირეს.
ირაკლი აზაროვი ბათუმის დინამოს 2021 წლის თებერვლიდან იცავს. ამ პერიოდის განმავლობაში, 19 წლის მცველმა შავიზღვისპირელთა მაისურით 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა.
ამ მომენტში Transfermarkt-ზე ირაკლი აზაროვის სატრანსფერო ღირებულება 250,000 ევროა, თუმცა ბათუმის დინამო ფეხბურთელში 1.5 მილიონ ევროს ითხოვს.