ქუთაისში გიორგი გახარიას პარტიის მე-3 ნომერი ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელი იქნება
29 აგვისტოს ქუთაისის ბაგრატის ტაძრის ეზოში გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის" შეხვედრა საკუთარ ამომრჩეველთან გამართა.
აღნიშნულ შეხვედრაზე ქუთაისის პარტიის მე-3 ნომრად ტორპედოს მთავარი მწვრთნელი კახაბერ ჩხეტიანი წარადგინეს.
"დღეს, 29 აგვისტოს ქუთაისის ბაგრატის ტაძრის ეზოში გაიმართა თემატური შეხვედრა, თამუნა ნიკოლეიშვილთან, კახაბერ ჩხეტიანთან და გიორგი გოგუაძესთან ერთად;
შეხვედრას, რომელსაც ესწრებოდნენ ქუთაისის, ბაღდათისა და წყალტუბოს ახალგაზრდები, ქუთაისის გუნდის წარმომადგენლებმა მათთან ისაუბრეს ჯანსაღ ცხოვრებზე და სპორტზე;
შეხვედრაზე დისკუსიის ფორმატით განიხილეს სპორტის გამოწვევებზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე," - წერია პარტიის ოფიციალურ გვერდზე.
ბოლო პერიოდში სპორტსმენების პოლიტიკაში წასვლა ძალიან ხშირი გახდა. ქართულმა ოცნებამ ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და დინამო თბილისის ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე წარადგინა კანდიდატურად, ხოლო ბათუმში სიის პირველი ნომერი ბათუმის დინამოს ყოფილი ფეხბურთელი ასლან ბალაძე იქნება.
კახაბერ ჩხეტიანი ამჟამად ქუთაისის ტორპედოს წვრთნის და ძნელი წარმოსადგენია, როგორ მოახერხებს სპორტული სამუშაოს ფონზე, არჩევნებისთვის მომზადებას.