ავტორიზაცია

კილიან მბაპე პსჟ-ს ხელმძღვანელობის საქციელით უკმაყოფილოა და პარიზელებისთვის უარის თქმას გააგრძელებს

კილიან მბაპე პსჟ-ს ხელმძღვანელობის საქციელით უკმაყოფილოა და პარიზელებისთვის უარის თქმას გააგრძელებს
თარიღი 01 Sep 2021, 18:33

ესპანური გამოცემა Marca წერს იმაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა კილიან მბაპეს იმაზე, რომ „პსჟ-მ“ ის მადრიდის „რეალში“ არაფრით არ გაუშვა.

22 წლის ფრანგი თავდამსხმელი დღესდღეობით მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ადამიანი არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, „პსჟ-სთან“ კონტრაქტის გაფორმებისას, მან კლუბთან სიტყვიერად შეათანხმა, თუ რამდენიმე წელიწადში მას მისი საოცნებო კლუბი, მადრიდის „რეალი“ მოაკითხავს - ისინი მას წინ არ აღუდგებოდნენ და თუ წასვლას გადაწყვეტდა - გაუშვებდნენ.

ხოდა, „რეალმა“ ფეხბურთელს მოაკითხა. მბაპე კლუბის სიტყვებს ენდო და ნაკრების განკარგულებაში მშვიდად გაემგზავრა. ეგონა, რომ კლუბები მშვიდად შეთანხმებას მიაღწევდნენ და სანაკრებო პაუზის შემდეგ ის სათამაშოდ მადრიდში გაემგზავრებოდა. თუმცა, პარიზელებმა სიტყვა არ შეასრულეს.

მბაპემ პირადად იხილა, როგორ არ დაინანა მადრიდის „რეალმა“ მთელი თავისი ფული და ფინანსები მისი ტრანსფერის განხორციელებისთვის, რასაც მადრიდელთა ბოლო შემოთავაზებაც მოწმობს, როცა მათ „პსჟ-ს“ 200 მილიონი ევრო შესთავაზეს და 220-ს შეთავაზების მზადყოფნაც გამოთქვეს, მაშინ როცა ფეხბურთლს მომავალ ზაფხულს კონტრაქტი ეწურება. 

თუმა, „პსჟ-მ“ „რეალის“ სამივე შემოთავაზება უბრალოდ დააიგნორა და ფეხბურთელის წასვლას ძალით გადაუდგა წინ. 2022 წლის 1 იანვრიდან, მბაპეს „რეალთან“ მოლაპარაკებების წარმოება და წინასწარი კონტრაქტის გაფორმება ყველასგან დამოუკიდებლად შეეძლება.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, „პსჟ-ს“ სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ პრესას განუცხადა, რომ მბაპეს წასვლა სურს, მაგრამ ეს მხოლოდ მათ სურვილების დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხდებოდა, ისინი ძალით არავის დატოვებას არ აპირებდნენ.

რა მოხდა რეალურად? რეალურად კი მოხდა ის, რომ „რეალმა“ ფეხბურთელისთვის, რომელსაც კონტრაქტი 10 თვეში უმთავრდება მსოფლიო სატრანსფერო რეკორდის მოხსნაც კი დააპირა, მაგრამ პარიზელებისგან უბრალო იგნორი მიიღო.

ახლა, მბაპესთვის ძალიან რთული პერიოდი დგება, რადგან ის კლუბის ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებისგან კოლოსალური ზეწოლის ქვეშ იქნება, თუმცა ფეხბურთელის მიზნებს ეს დიდი ალბათობით ვერ შეცვლის - კილიანი აპირებს, რომ „პსჟ-ს“ ახალი კონტრაქტის შემოთავაზებები მომავალშიც უარით გაისტუმროს.

როგორც ჩანს, მბაპეს „რეალში“ გადასვლის საგა კიდევ მინიმუმ იანვრამდე გაიწელება, ან შესაძლოა მომავალ ზაფხულამდეც კი...