ავტორიზაცია

ფაქტი, რომელმაც დე ლიგტს იუვენტუსის დატოვება გადააფიქრებინა - რატომ დარჩა ნიდერლანდელი ტურინში?

ფაქტი, რომელმაც დე ლიგტს იუვენტუსის დატოვება გადააფიქრებინა - რატომ დარჩა ნიდერლანდელი ტურინში?
თარიღი 02 სექ 2021, 15:49

პრესაში აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები მატეის დე ლიგტის ტურინის "იუვენტუსიდან" შესაძლო წასვლის შესახებ. ნიდერლანდელი ცენტრალური მცველის სახელს უკავშირებდნენ "ბარსას" და პრემიერ ლიგის რამდენიმე გრანდს.

იტალიური პრესის თანახმად კი "ბებერი ქალბატონის" უკანახაზელის წასვლა საბოლოოდ გამოირიცხა მასიმილიანო ალეგრის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნების შემდეგ.

სწორედ იტალიელი სპეციალისტი იყო თავის დროზე 22-წლის ცენტრბექის "ბიანკონერიში" მოყვანის ინიციატორი. მაქსისთვის ჰოლანდიელი მცველი მნიშვნელოვანი ელემენტია.

ამის გარდა, "იუვენტუსის" ამჟამინდელ სპეციალისტთან მუშაობის იდეით აღფრთოვანებულია თავად გუნდის ოთხიანიც. ერთი სიტყვით, დე ლიგტი აპენინელის ხელში დარჩა.