ავტორიზაცია

"ლუკაკუ? არც ლევანდოვსკისა და ჰოლანდზე ვიტყოდი უარს", - ტუხელი

"ლუკაკუ? არც ლევანდოვსკისა და ჰოლანდზე ვიტყოდი უარს", - ტუხელი
თარიღი 03 სექ 2021, 15:49

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა "ინტერიდან" თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს დამატებაზე განცხადება გააკეთა.

"ძალიან გახარებულები ვართ კლუბში რომელუს დაბრუნებით. გუნდისთვის შესანიშნავი დანამატია. ვფიქრობთ, თავისი სისწრაფითა და სიძლიერით ბრწყინვალე შენაძენი გახდება", - აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

"თავმდაბალი ბიჭია, ნამდვილი გუნდური მოთამაშე. და "ჩელსი" მისთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობდით, რომ ლუკაკუ ამდენი ღირდა. ძალიან მშიერი იყო და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა დაბრუნების შანსი გამოეყენებინა. "ინტერში" დიდი ფეხბურთელი გახლდათ. თავად მოინდომა "ჩელსიში" თავისი ისტორიის დასრულება".

აგრეთვე, პრესკონფერენციაზე 47 წლის სპეციალისტმა "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერზე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას იხუმრა: "ვცადეთ ისიც დაგვემატებინა და ლუკაკუც. კიდევ გვინდოდა, რომ ათიანის ადგილი ლევანდოვსკის დაეკავებინა. სამწუხაროდ, ხელმძღვანელობამ არ მოგვისმინა. მხოლოდ რომელუ გვყავს".