"მესი ბარსელონაში ჩემს ტრანსფერს ითხოვდა", - რომერო
ლონდონის "ტოტენჰემის" ცენტრალურმა მცველმა, კრისტიან რომერომ განაცხადა, რომ პრემიერ ლიგაში გადასვლამდე, ლიონელ მესი მას "ბარსელონაში" ეპატიჟებოდა:
"ჩემთვის წარმოუდგენლად რჩება ის ფაქტი, რომ მესის ჩემი ხილვა ბარსელონაში სურდა. ბევრს ნიშნავს, როდესაც მისი დონის ფეხბურთელი თანაგუნდელად განიხილავს შენს თავს.
გული მწყდება იმის გამო, რომ ლეო კატალონიიდან წავიდა, რადგან მან ამ კლუბში ისტორია დაწერა. მეგონა, მათი ზღაპარი არასდროს დასრულდებოდა", - განაცხადა არგენტინელმა.
შეგახსენებთ, რომ მესი "ბლაუგრანადან" გადავიდა "პარი სენ-ჟერმენში", რომერომ კი ბერგამოს "ატალანტადან" "ჰოტსპურს" მიაშურა. აქვე დავამატებთ, არგენტინელი უკანახაზელი ტურინის "იუვენტუსის" საკუთრება იყო.