"მესი ისე წავიდა, რომ ერთხელაც ვერ გამესაუბრა", - დეპაი
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ განაცხადა, რომ კატალონიელთა ყოფილი სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის გაცნობა ვერ მაოსწრო.
მოგეხსენებათ, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 27 წლის ჰოლანდიელი შემტევი ამ ზაფხულს "ლიონიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს.
"მისი გაცნობაც კი ვერ მოვასწარი. წინასასეზონო შეკრებაზე კოპა ამერიკის გამო გვიან შემოგვიერთდა და მასთან მისალმების შესაძლებლობაც კი არ მქონია", - ციტირებს დეპაის AS-ი.
შეგახსენებთ, მესის 30 ივნისს "ბარსელონასთან" კონტრაქტი ამოეწურა, სადაც 2004 წლიდან ასპარეზობდა. 10 აგვისტოს კი 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელი გახდა.