ვინ იყო ბარსელონას პირველი არჩევანი 10-ნომრის გადაცემის საკითხში?

"ბარსელონას" ახალწვეულმა, სერხიო აგუერომ 10 ნომრის აღებაზე უარი განაცხადა, რომლითაც კატალონიურ გრანდში წლების მანძილზე თავდამსხმელი, ლიონელ მესი ასპარეზობდა, იტყობინება Marca.
მოგეხსენებათ, დღეს დადასტურდა, რომ 33 წლის არგენტინელი ფორვარდი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ღირსებას 19-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
აგუერო "ბარსას" ივლისის თვეში შუერთდა. სერხიო "ბლაუგრანაში" თავისუფალი აგენტის სტატუსით "მანჩესტერ სიტიდან" გადავიდა.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი, გამოცდილი ფორვარდი 2021/22 წლების სეზონის სტარტს ტრავმის გამო გამოტოვებს. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, მას ტერფის სერიოზული დაზიანება დაუდგინდა.
შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა ახალი ათიანი იქნება ანსუმანე ფატი, რომელიც მესის მსგავსად, აგრეთვე ლა მასიას აღზრდილია.