მიატოვიჩი: "აზარი რეალისთვის ზედმეტი ტვირთია"
მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, პრედრაგ მიატოვიჩმა, ედენ აზარის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"არ ვიცი, რისი თქმა შეიძლება აზარის შესახებ. განვლილი ორი სეზონის განმავლობაში მას პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია.
ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი რეალისთვის მოუშორებელ პრობლემად იქცა. სამწუხაროდ, რეალობა სწორედ ასეთია.
მისი მჯერა, თუმცა კარგის თქმა ნამდვილად არ შემიძლია. ედენმა ალღო უნდა აუღოს თანამედროვე ფეხბურთის დატვირთვებს".
შეგახსენებთ, ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ლიდერი "სამეფო კლუბში" თამაშობს 2019 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 46 მატჩში 5 გოლი გაიტანა.