ახალი ათეული - ფეხბურთელები, რომლებიც რეალმა ყველაზე ძვირად გაყიდა
რაფაელ ვარანისა და მარტინ ოდეგორის გასხვისების შემდეგ, შეიცვალა მადრიდის "რეალის" ყველაზე ძვირად გაყიდულ მოთამაშეთა 10-ეული.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი ცენტრალური მცველი "წითელ ეშმაკებში" გადავიდა 50 მილიონ ევროდ და ის "სამეფო კლუბის" 10-ეულში მე-4 ადგილს იკავებს.
"მანკუნიანელების" უკანახაზელზე წინ არის სამი ფეხბურთელი - კრიშტიანუ რონალდუ (115 მილიონი ევრო), ანხელ დი მარია (75 მილიონი) და ალვარო მორატა (66 მილიონი).
ათეულიდან ამოვარდნენ ნიკოლა ანელკა და სერხიო რეგილონი, რომლებიც სწორედ ვარანმა და ოდეგორმა ჩაანაცვლეს. სრული ათეული გამოიყურება ასე:
1. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსში, 115 მილიონად)
2. ანხელ დი მარია (მანჩესტერში, 75 მილიონად)
3. ალვარო მორატა (ჩელსიში, 66 მილიონად)
4. რაფაელ ვარანი (მანჩესტერში, 50 მილიონად)
5. მესუთ ოზილი (არსენალში, 47 მილიონად)
6. მატეო კოვაჩიჩი (ჩელსიში, 45 მილიონად)
7. რობინიო დე სოუზა (მან სიტიში, 43 მილიონად)
8. აშრაფ ჰაკიმი (ინტერში, 41 მილიონად)
9. გონსალო იგუაინი (ნაპოლიში, 39 მილიონად)
10. მარტინ ოდეგორი (არსენალში, 35 მილიონად)