ავტორიზაცია

რომელი კომპანია გახდა ქუთაისის ტორპედოს ახალი მფლობელი?

რომელი კომპანია გახდა ქუთაისის ტორპედოს ახალი მფლობელი?
თარიღი 06 სექ 2021, 17:23

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მფლობელი ჰყავს. ქართული კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია "New Vision University" გახდა.

"კომპანია "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი" ქუთაისის "ტორპედოს" 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. კლუბის ახალი გენერალური დირექტორი გიორგი მჭედლიძე იქნება.

კომპანიის განცხადებით, ქუთაისის "ტორპედოს" შეძენის უმთავრესი მიზანი როგორც ფეხბურთის, ისე რეგიონული განვითარების ხელშეწყობაა. საუნივერსიტეტო და საფეხბურთო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება კი სოციალური პასუხისმგებლობის იდეის პოპულარიზაციას ემსახურება.

სხვა სიახლეებს ეტაპობრივად გაეცნობით ჩვენი სოციალური ქსელის მეშვეობით", - წერია იმერული კლუბის სოციალური ქსელის გვერდზე. შეგახსენებთ, რომ "ტორპედო" ელიგაში ამჟამად მე-9 ადგილს იკავებს.