"ახლაც ვერ ვიჯერებ, რომ მესი ბარსელონას მაისურით აღარ თამაშობს", - ინიესტა

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ანდრეს ინიესტა თავდამსხმელ ლიონელ მესის "პსჟ"-ში გადასვლას გამოეხმაურა.
"მტკივნეულია მესის ხილვა სხვა მაისურით. ლიონელი "ბარსელონას" განასახიერებს. ამ კლუბისთვის ყველაფერი იყო", - აცხადებს ესპანელი.
"მესი არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდს აღემატება. არასოდეს შევხვედრილვარ მისნაირ ფეხბურთელს და ვფიქრობ, არც შევხვდები", - ციტირებს ინიესტას სიტყვებს AFP.
შეგახსენებთ, რომ მესი "პარი სენ-ჟერმენს" შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. არგენტინელმა თავდამსხმელმა "პსჟ"-ში პირველი შეხვედრის ჩატარებაც მოასწრო.