ავტორიზაცია

ვილი სანიოლმა ბულგარეთში ვაკო ყაზაიშვილი არ წაიყვანა

ვილი სანიოლმა ბულგარეთში ვაკო ყაზაიშვილი არ წაიყვანა
თარიღი 07 სექ 2021, 01:12

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სექტემბერში 2 არადამაჯერებელი შეხვედრის შემდეგ ვაკო ყაზაიშვილი ბულგარეთში ამხანაგურ თამაშში მონაწილეობის მისაღებად არ წაიყვანა.

ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერენ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ბულგარეთში გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ბადახოსიდან ქალაქ სოფიაში 6 სექტემბერს ჩავიდა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩისთვის 24 ფეხბურთელთან ერთად ემზადება.

7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს.​

ბულგარეთთან საქართველოს ნაკრების დაპირისპირება 8 სექტემბერს გაიმართება და ქართული დროით 20:30 საათზე დაიწყება.