ავტორიზაცია

ხვიჩა კვარაცხელია ურალის წინააღმდეგ ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია ურალის წინააღმდეგ ითამაშებს
თარიღი 07 სექ 2021, 14:21

ყაზანის რუბინის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის მორიგ ტურში, ურალის წინააღმდეგ ითამაშებს.

ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ დაადასტურა და თქვა, რომ ქართველი ნახევარმცველი და ფორვარდი ჯორჯე დესპოტოვიჩი გუნდთან ერთად ვარჯიშს დღეს, 7 სექტემბერს დაიწყებენ.

"ხვიჩა კვარაცხელია და ჯორჯე დესპოტივიჩი გუნდთან ერთად ვარჯიშს დღეს დაიწყებენ. მათ გასულ კვირას ინდივიდუალურად დიდი სამუშაო გასწიეს. წინ 1 კვირაა და დიდი ალბათობით, ურალთან სათამაშოდ ორივე მზად იქნება," - განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.

ყაზანის რუბინისა და ურალის მატჩი 13 სექტემბერს გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ლუკა გაგნიძის ურალს საკუთარ მოედანზე მიიღებს.