ავტორიზაცია

პოგბა: "სამწუხაროდ, მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები აღარ ვართ"

პოგბა: "სამწუხაროდ, მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები აღარ ვართ"
თარიღი 07 სექ 2021, 21:26

„მანჩესტერ იუნაიტედის“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სათამაშო ფორმა შეაფასა.

2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩებში „ლე ბლუ“ ჯერ ბოსნიას დაზავდა, სამი დღის შემდეგ კი ვერც უკრაინას მოუგო.

„საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მატჩი მოვიგე. მენატრება ეს გრძნობა, ჩვენ ყველას გვენატრება.

სამწუხაროდ, ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები აღარ ვართ. 

ყველამ რაღაც უნდა შევცვალოთ და უფრო აგრესიულები გავხდეთ. უფრო მეტად უნდა დავიხარჯოთ და მეტი სურვილი გამოვიჩინოთ, სულ ეს არის.“ - ციტირებს ფრანგის სიტყვებს Marca.

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს უკვე 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა - გუნდმა უკანასკნელად ევრო 2020-ს ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გერმანიასთან (1:0) იმარჯვა, მას შემდეგ სამი მოუგებელი მატჩი ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, ორი კი - მსოფლიოს შესარჩევზე.