ავტორიზაცია

რა შემთხვევაში შეუძლია ბარსელონას აგუეროსთან კონტრაქტის გაწყვეტა?

რა შემთხვევაში შეუძლია ბარსელონას აგუეროსთან კონტრაქტის გაწყვეტა?
თარიღი 08 სექ 2021, 11:30

"ბარსელონასა" და თავდამსხმელ სერხიო აგუეროს შორის გაფორმებულ კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც კატალონიელებს თანამშრომლობის გაწყვეტა შეუძლიათ.

როგორც Mas Que Pelotas იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" უფლება აქვთ ტრავმის შემთხვევაში 33 წლის არგენტინელს ხელშეკრულება გაუწყვიტონ. საუბარია მოედნის მიღმა დიდი ხნით ყოფნაზე.

ცნობილი გახდა, რომ აგუერო კოჭის ტრავმის გამო კიდევ 2 თვეს იუქმებს. 9 აგვისტოს, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც დაზიანების სერიოზულობა დაადასტურა.

ამ ყველაფერს შემდეგი ფაქტიც ემატება - გამოცდილი არგენტინელი გუნდიდან ლეო მესის წასვლითაც უკმაყოფილოა, რომელიც დღეს "პარი სენ ჟერმენში" ოფიციალურად გადავიდა.

შეგახსენებთ, აგუერო "ბარსელონას" "მანჩესტერ სიტიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით ამ ზაფხულს შეუერთდა.