ავტორიზაცია

ბერნარდო არჩევანს ბარსელონასა და ატლეტიკოს შორის გააკეთებს

ბერნარდო არჩევანს ბარსელონასა და ატლეტიკოს შორის გააკეთებს
თარიღი 08 სექ 2021, 12:47

ჯეკ გრილიშის ტრანსფერის შემდეგ, "მანჩესტერ სიტის" ზამთარში უდიდესი ალბათობით ბერნარდო სილვა დატოვებს. Mundo Deportivo-ს თანახმად, პორტუგალიელს ჰყავს ორი მსურველი: "ბარსა" და მადრიდის "ატლეტიკო".

კატალონიური კლუბი მუშაობს რამდენიმე ფეხბურთელის მოშორებაზე, მაშინ, როდესაც "როხიბლანკოს" პირდაპირ შეუძლია შეთავაზების გაკეთება "ქალაქელებისთვის".

იგივე წყაროს მტკიცებით, "ბლაუგრანა" და "ინდიელები" მაინც არიან თანაბარ პირობებში, საბოლოო გადაწყვეტილებას თავად "ლურჯების" შემტევი ნახევარმცველი მიიღებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხას ითხოვს "მან სიტი" 26-წლის ფლეიმეიქერის სანაცვლოდ. პრესაში დაახლოებით 30 მილიონი ევროს შესახებ ვრცელდება ცნობები.