ავტორიზაცია

"ჩვენთვის ეს დიდი დარტყმა იყო", - კუმანის თქმით, გუნდში მესის ჩანაცვლებას მემფის დეპაი შეეცდება

"ჩვენთვის ეს დიდი დარტყმა იყო", - კუმანის თქმით, გუნდში მესის ჩანაცვლებას მემფის დეპაი შეეცდება
თარიღი 08 სექ 2021, 18:57

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა, ლეო მესის „პსჟ-ში’ გადასვლაზე ისაუბრა.

„ეს ყველასთვის უდიდესი დარტყმა იყო. სეზონი მესის გუნდში ყოფნის გათვალისწინებით იგეგმებოდა. ლეო ძალიან მოტივირებული იყო.

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დაკარგვა აი ასე - ძალიან მტკივნეულია. მხოლოდ მესი კი არა, კლუბის სიმბოლო დავკარგეთ. ეჭვგარეშეა, მემფის დეპაიმ შესაძლოა მისი ჩანაცვლება სცადოს.

მას აქვს ის, რაც აქ წარმატების მისაღწევად არის საჭირო: ინდივიდუალიზმი და ხასიათი. მასში არის რაღაც განსაკუთრებული.“ - ციტირებს კუმანის სიტყვებს Sport.es.

დეპაი „ბარსას“ ამ ზაფხულს „ლიონიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ლა ლიგის სამ ტურში ორი გოლის გატანა მოახერხა.