ავტორიზაცია

პსჟ-დან წასვლის პირველ კანდიდატად დრაქსლერი მოიაზრება

პსჟ-დან წასვლის პირველ კანდიდატად დრაქსლერი მოიაზრება
თარიღი 09 სექ 2021, 12:39

"პარი სენ ჟერმენის" შემტევი ნახევარმცველი, იულიან დრაქსლერი მომავალ ზამთარს გერმანიის ჩემპიონატში დაბრუნებასთან ახლოს იქნება

როგორც ცნობილი გერმანული გამოცემა Kicker იტყობინება, 27 წლის ფეხბურთელისადმი კონკრეტულ ინტერესს "ლევერკუზენი" იჩენს.

"ფარმაცევტებმა" პარიზელებთან დრაქსლერის ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს და 20 მილიონ ევროიანი წინადადებითც მიმართეს.

აღსანიშნავია, რომ იულიანმა აქამდე "პსჟ"-სთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა და ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა "ლევერკუზენში" გადასვლას.

დრაქსლერი "პარი სენ ჟერმენთან" 2017 წლის იანვრიდან ასპარეზობს. "პსჟ"-ში საერთო ჯამში მან ჩაატარა 179 შეხვედრა, რომელშიც 25 გოლის გატანა მოახერხა.