ავტორიზაცია

ბაიერნმა ჰოლანდის ვერ შეძენის შემთხვევაში ალტერნატივა უკვე შეარჩია - ნაგელსმანი თანახმაა

ბაიერნმა ჰოლანდის ვერ შეძენის შემთხვევაში ალტერნატივა უკვე შეარჩია - ნაგელსმანი თანახმაა
თარიღი 09 სექ 2021, 22:09

მიუნხენის „ბაიერნი“ სამომავლოდ თავდამსხმელის დამატების გეგმებს აწყობს.

Sport1.de-ს ინფორმაციით, გერმანული კლუბი „ჩელსის“ თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის გადაბირებას შეეცდება, თუ მომავალ ზაფხულს ვერც რობერტ ლევანდოვსკის დაითანხმებს ახალ კონტრაქტზე და ვერც დორტმუნდის „ბორუსიადან“ ერლინგ ჰოლანდს გადაიბირებს.

ვერნერს „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანთან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს - ორივე „ლაიპციგში“ იმყოფებოდნენ ერთ დროს და იწერება, რომ 33 წლის მწვრთნელს ტიმოს საკუთარ გუნდში ხილვა ისევ სურს. 

ვერნერი „ჩელსის“ ფეხბურთელი გასულ ზაფხულს 53 მლნ ევროდ გადავიდა, თუმცა „სტემფორდ ბრიჯზე“ პირველ სეზონში ხშირად აკრიტიკებდნენ და მისი მომავალი მთლად უღრუბლო არასდროს ყოფილა.

გასულ სეზონში ვერნერმა ყველა ტურნირზე 52 მატჩში 12 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ლევანდოვსკის „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.