ავტორიზაცია

"მესის და რონალდუს თამაშით არ ჩამოვრჩები, თუმცა ერთი კომპონენტით ისინი მაინც წინ არიან", - იბრაჰიმოვიჩი

"მესის და რონალდუს თამაშით არ ჩამოვრჩები, თუმცა ერთი კომპონენტით ისინი მაინც წინ არიან", - იბრაჰიმოვიჩი
თარიღი 11 სექ 2021, 11:18

"მილანის" ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საკუთარი თავი ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შეადარა. შვედმა თავდამსხმელმა აღიარა, თუ რით ჩამოუვარდება ის არგენტინელსა და პორტუგალიელს.

"თამაშის ხარისხის თვალსაზრისით მესისა და რონალდუს არ ჩამოვრჩები, თუმცა არსებობს კომპონენტი, რომლითაც ისინი ჩემზე წინ არიან. ლეოსა და პორტუგალიელს მოგებული აქვთ ჩემპიონთა ლიგა, მე არ მაქვს.

არ ვფიქრობ იმის შესახებ, თუ ვინ არის საუკეთესო. ყველას აქვს თავისი გზა და გარემოებები. ამის გარდა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანაგუნდელების თამაშის ხარისხიც.

გულის სიღრმეში თავს საუკეთესოდ ვთვლი, თუმცა არავის დარწმუნებას არ ვცდილობ. მაკლია თუ არა ოქროს ბურთი? არა, ოქროს ბურთს ვაკლივარ მე!", - განაცხადა "როსონერის" ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ სკანდინავიელი შემტევი "ეშმაკებში" დაბრუნდა 2020 წელს და ამ დროის განმავლობაში მან 47 შეხვედრაში 28 გოლის გატანა მოახერხა. აქვე დავამატებთ, "იბრაკადაბრა" ეროვნულ ნაკრებშიც დაბრუნდა.

"შავ-წითლების" ბომბარდირი ამჟამად ტრავმირებულია და წინასწარი გამოკვლევებით, ის კიდევ რამდენიმე კვირას გამოტოვებს. აქვე დავამატებთ, სტეფანო პიოლის გუნდმა წარმოშობით ბოსნიელი გოლეადორის გარეშე ამ სეზონში 2/2 მატჩი მოიგო.