ავტორიზაცია

ნესტა: "დონარუმა არ იმსახურებს კრიტიკას, დღევანდელ მილანსა და პსჟ-ს შორის დიდი სხვაობაა"

ნესტა: "დონარუმა არ იმსახურებს კრიტიკას, დღევანდელ მილანსა და პსჟ-ს შორის დიდი სხვაობაა"
თარიღი 11 სექ 2021, 11:27

"მილანის" ყოფილმა მცველმა, ალესანდრო ნესტამ "როსონერიდან" წასული გოლკიპერის, ჯანლუიჯი დონარუმას "პსჟ"-ში გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

"სხვაობა ჩემს დროსთან შედარებით - თავად "მილანშია". მაშინ მე უკვე მწვერვალზე ვიყავი, "მილანზე" უკეთესი გუნდები არ არსებობდნენ".

"ახლა "მილანი" შორს არის იმ დონისგან, "მანჩესტერ სიტისა" და "პსჟ"-სგან განსხვავებით. დონარუმას განსჯა სწორი არ არის, გაგებით მოეკიდეთ ამ ყველაფერს.

"ეს მისი გადაწყვეტილებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი სატრანსფერო წესებია საჭირო, რომლებიც ხელფასებსა და საკომისიოების ოდენობას დაარეგულირებს".

"კლუბები იმ ადამიანს დაემსგავსნენ, რომელსაც საფულეში 10 ევრო უდევს და ამბობს, რომ მზად არის 1000-ევროიანი ტანსაცმელი შეიძინოს", - თქვა ნესტამ Sportweek-თან ინტერვიუში.

მოგეხსენებათ, დონარუმამ "მილანი" კონტრაქტის ვადის ამოწურვის შედეგად დატოვა. როგორც იწერებოდა, მხარეები ხელფასზე ვერ შეთანხმდნენ.