ავტორიზაცია

შეეძლო თუ არა აზარს ჩელსიში დაბრუნება?

შეეძლო თუ არა აზარს ჩელსიში დაბრუნება?
თარიღი 11 სექ 2021, 12:48

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შუამავლებმა ლონდონის "ჩელსის" მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის, ედენ აზარის დაბრუნება შესთავაზეს.

თუმცა, როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS იტყობინება, ლონდონური კლუბი 30 წლის ბელგიელის ტრანსფერით დაინტერესებული არ არის.

მადრიდული გრანდი აზარს 60 მილიონ ევროდ აფასებს, ეს თანხა კი ლონდონელთათვის ძალიან მაღალია.

გასულ სეზონში ედენმა 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას "რეალთან" 2024 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.

აზარი "ჩელსიში" 2012 წლიდან 2019 წლამდე ასპარეზობდა, "არისტოკრატებთან" ერთად იგი ინგლისის ჩემპიონი ორჯერ გახდა და აგრეთვე ორჯერ დაეუფლა ევროპა ლიგის ტიტულს.